პრეზიდენტმა კიდევ ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა.
ხუთი მათგანი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დანარჩენ ოთხ მსჯავრდადებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მათ შორისაა ერთი ქალი მსჯავრდადებული.
სხვა დეტალებს – მათ შორის შეწყალებულთა ვინაობას – პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც წინა შემთხვევებში, არ აზუსტებს.
წინა ჯერზე, 5 დეკემბერს, პრეზიდენტმა ათი მსჯავრდადებული შეიწყალა, 25 ნოემბერს – რვა, უფრო ადრე, 11 ნოემბერს კი – თერთმეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო