IRI: საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი და სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას.

„IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას.

ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება.

ასევე, აღინიშნებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს