ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ

ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ.
სამუშაო ფორმატში ისინი განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების წესებზეც ისაუბრებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ.
“ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია”, – აღნიშნა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო