ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის, შოპინგისა და გართობის ქალაქ ისთ ფოინთში საჩუქრების საახალწლო გათამაშება+ვიქტორინა იწყება.
წინასაახალწლო პერიოდი იდეალური დროა შოპინგისთვის, თუმცა, ისთ ფოინთიდან, შენაძენებთან ერთად შესაძლოა არაჩვეულებრივი პრიზებითაც დაბრუნდეს მომხმარებელი სახლში. მთელი დეკემბრის განმავლობაში, ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტში ბაზისბანკის Mastercard ბარათებით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიგოს ავტომობილი Geely CoolRay, iPhone 15, Apple Watch ან Marshall-ის დინამიკები.
საჩუქრის მიღება მარტივია, იშოპინგე დეკემბერში ისთ ფოინთში, გადაიხადე ბაზისბანკის Mastercard-ით, გადაცვალე საინფორმაციო ცენტრში ყოველი 50 ლარის ოდენობის ქვითარი გათამაშება+ვიქტორინის 1 ბილეთში და 30 დეკემბერს მოიგე ავტომობილი ან სხვა სუპერ პრიზი.