GIG-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ემირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, შეიძლება ეკონომიკური პრობლემების საწყისი იყოს. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მათ შორის ახალ არჩევნებშია.
„რა თქმა უნდა, არსებული ვითარება ქვეყნისთვის შეიძლება ეკონომიკური პრობლემების საწყისი იყოს, თუმცა დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვნახავთ“, – განაცხადა გიორგი ემირიძემ.
