გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება უალტერნატივოა – კობახიძე

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არის უალტერნატივო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“ქართული ოცნების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
“ყველამ ვიცით, რა ვითარებაც არის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, მათთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია, რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები.
უნგრეთს აქვს განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ამის შესახებ გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის. ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რომელშიც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. უნგრეთს აქვს თავისი ინტერესი და ამის გარშემო წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
თქვენ გახსოვთ, რომ შარშან, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არავის უცდია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს დაეკავშირებინა საქართველოს თემასთან. საქართველო მაშინ გაიმიჯნა და წელსაც, საქართველოს საკითხი არის საქართველოს საკითხი, უკრაინის საკითხი არის უკრაინის საკითხი და მოლდოვის საკითხი არის მოლდოვის საკითხი.
იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უკვე გაცემული აქვს რეკომენდაცია და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არის უალტერნატივო. მე მგონია, რომ ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს