ბიზნესის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში დე ფაქტო პრემიერს ირაკლი ს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს:
“პრემიერისგან დაველოდებით პასუხს, რა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანაში, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, პოლარიზაცია როგორ უნდა შემცირდეს, ბიზნესს რა შეიძლება ეშველოს. რთულ მდგომარეობაშია [ბიზნესი]. გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი რთულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, მთავარია მოხდეს დე-ესკალაცია, დე-პოლარიზაცია. შეიძლება იყოს ამის ერთ-ერთი გამოსავალი, დაველოდოთ, რას იტყვის პრემიერი”, – არსის გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე
“მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას, სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, იქნება ეს ახალი არჩევნები გამოსავალი თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. […] ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს, გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი აზრი, ბიზნესმა დავაფიქსიროთ”, – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე
“დამპატიჟეს და მოვედი, მაინტერესებს, იმიტომ რომ 30 წელიწადია ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც, მათ შორის და ახლა მინდა გავიგო, მომავალში რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, სწორად მიგაჩნიათ? ნალოლიავებია, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი და ჩამოვაქციოთ ლარიო, მესმის მოთხოვნები, არ ვუერთდები ამ მოთხოვნას. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს. მე არ ვიცი პოლიტიკა და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი”, – ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია
“არავითარი ხელახალი არჩევნები, ნახეთ, 12 წელია ბიზნესმა დაისვენა, დამშვიდდა, დაწყნარდა, აწიოკება აღარ არის ქვეყანაში, აღარავინ არავინ სახლში არ უვარდება და არ ხვრეტს. კარგი მოცემულობა იყო 12 წელი. ახლა, ზოგზოგიერთების აღქმების საფუძველზე, რომ თურმე ჩვენ შევდივართ რუსეთში, თუ სადღაც… აღქმების, ზოგზოგიერთი ბიზნესმენების, ყოფილი ბიზნესმენების, ყოფილი ნაცი რომ არ არსებობს მაგ ბიზნესმენების აღქმის საფუძველზე, დღეს ჩვენ ვიცვლით კურსს და სადღაც შევდივართ, თურმე. შიში აქვთ, რომ ვაი და რამე შეიცვალოს, მათ პასუხს მოსთხოვენ. არ აწიოკებენ ბიზნესს, ეს არის რეალობა”, – VR ჰოლდინგის დამფუძნებელი, ნოშრევან ნამორაძე