პანამის პრეზიდენტი პანამის არხის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე – პანამის არხის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება

პანამის არხის და მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომელიც პანამის არხზე კონტროლის ხელახლა დაწესების შესახებ -ის პრეზიდენტის, ს მუქარას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პანამის დამოუკიდებლობის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომ ჩინეთს არანაირი გავლენა არ აქვს არხის ადმინისტრაციაზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს არხი “არასწორ ხელში” მოხვდეს, რაშიც მან ჩინეთის პოტენციური გავლენა იგულისხმა.
მისი თქმით, არხი შეერთებულმა შტატებმა პანამას და პანამელ ხალხს გადასცა, მაგრამ გარკვეული დებულებებით.
„თუკი ამ დიდსულოვანი ჟესტის პრინციპები, როგორც მორალური, ისე იურიდიული არ იქნება დაცული, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ პანამის არხი სრულად და სწრაფად“, – აღნიშნა ტრამპმა.
პანამის პრეზიდენტის საპასუხო განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „ამას ვნახავთ“ და გამოაქვეყნა არხის ფოტო აშშ-ის დროშის ფონზე და წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა