“კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია” – “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი “მერსისაიდელებს” აფრთხილებს

“ლივერპულის” ყოფილმა შემტევმა, ჯონ ოლდრიჯმა Sunday World-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილისა და კაომინ კელეჰერის შესახებ ისაუბრა.
ოლდრიჯის თქმით, “მერსისაიდელები” შეცდომას უშვებენ, რადგან მისი აზრით, ირლანდიელი ქართველზე უკეთესი მეკარეა.
“ცხადია, “ლივერპული” კელეჰერს იანვარში არ გაყიდის, რადგან ირლანდიელი “სქაუზერთათვის” ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, “ლივერპული” კელეჰერთან მიმართებაში შეცდომას უშვებს, რადგან კაომინი ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. რას ვიზამთ, ყველაფერი გადაწყვეტილია, მამარდაშვილი ზაფხულში “ლივერპულში” ჩამოვა, კელეჰერი კი კლუბიდან წავა.
ეს ყველაფერი უსამართლობაა, რადგან კაომინმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძირითად მეკარედ ყოფნა შეუძლია”, – განაცხადა ოლდრიჯმა.
ჯონ ოლდრიჯი “ლივერპულის” ღირსებას 1987/1989 წლებში იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში “მერსისაიდელების” მაისურით გამართულ 83 შეხვედრაში თავი 50 გატანილი გოლით გამოიჩინა.
რაც შეეხება “მამარდას”, “სქაუზერებმა” ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და გიორგი “მერსისაიდელებს” მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში