“იუვენტუსის” განაპირა მცველი დანილო დიდი ალბათობით, კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Canale 21 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის სასწრაფოდ დამატება, პირადად “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო.
გამოცემის ინფორმაციით, დანილომ “ნაპოლიში” გადასვლაზე უკვე თანხმობა განაცხადა, მხარეები კი “იუვესთან” კონტრაქტის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
დანილოს დაცვით ხაზში ყველა პოზიციაზე უთამაშია, იგი სხვადასხვა დროს “სანტოსისი”, “პორტოს”, “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა, 2019 წლიდან კი “ბიანკონერიში” ასპარეზობს, ბრაზილიელმა “ბებერი ქალბატონის”
რიგებში ჩატარებულ 156 მატჩში თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.