უკრაინის დაზვერვა: განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთში განადგურებულია შაჰედის ტიპის დრონების სათადარიგო ნაწილების საწყობი.

რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში დაიწვა საწყობი, რომელშიც შაჰედის დრონების ნაწილები ინახებოდა.

“ყველაფერი დაიწვა. რუსული საწყობის განადგურების შედეგად აგრესორის ზარალი დაახლოებით $16 მილიონით ფასდება”. – წერია უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, საწყობში 65 დრონის გარდა ინახებოდა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: ძრავები, სანავიგაციო სისტემები, თერმული კამერები.

საწყობში დაახლოებით 400-მდე შაჰედის დასამზადებლად საკმარისი სათადარიგო ნაწილები ინახებოდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)