დონალდ ტრამპი – ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს, – ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, უფრო მასშტაბურს, ვიდრე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ს კამპანიის განმავლობაში პირობას დებდა, რომ ჩაატარებდა მასობრივ დეპორტაციის კამპანიას -ში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი