დონალდ ტრამპი – პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე – ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს.
„ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს – და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას – მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რაც ამ ომს საშინელს ხდის არის ის, რომ ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც იღუპებიან, იზრდება. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი