ქართული ტაქსის გამოძახების სერვისის “რაშის” დამფუძნებლის, ნოდარ ლაცაბიძის განცხადებით, დღეს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ნაწილი გაჩერებულია. მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესს 4 მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაუპაუზდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.