ქოცებმა უნდა დაკარგონ მართვის უნარი: – ხალხი ვერ უნდა დადიოდეს სამსახურებში, სამინისტროები უნდა გაჩერდეს. ავტობუსები თუ ვერ ივლიან, მეტრო არ ეყოფათ და გაიჭედებიან; – ავტობუსებიც გაიჭედება, თუ 100 კაცი ავა და ბოლო გაჩერებამდე აღარ ჩამოვლენ. სულ რამდენიმე ხაზია სტრატეგიული და დამთავრდა ქოცების სამსახურში სიარული; – მეტროს პარალიზებაც შეიძლება, თუ სადგურზე ჩადის ადამიანი და უბრალოდ დგას. ყველა სადგურს ეყოფა 500 ადამიანი. შეუძლებელი გახდება გადაადგილება და შეფერხდება მიმოსვლა; – სამინისტროს პარალიზება შეიძლება, თუ კანცელარიაში შევა უამრავი, ათასობით წერილი და განცხადება; – მთავრობის პარალიზებაც შეიძლება, თუ მთავრობის შენობას დაიკავებს პროტესტი; ყველაფერი შეიძლება და ისეთი პირი უჩანს, ყველაფერი მოხდება, რადგან სხვა გამოსავალი არ დატოვეს რუსული ინსტრუქციით მოქმედმა ქოცებმა. რუსულ ინსტრუქციაში არ არსებობს კონსტრუქციული მოლაპარაკებები. ამიტომ ჩამოინგრევიან!
