აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა – მომიტინგეები პოლიციის კორდონის საპირისპიროდ განთავსდნენ და ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

აქციის მონაწილეების ნაწილმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. ისინი პოლიციის კორდონის საპირისპიროდ განთავსდნენ და ე.წ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „ეს ქვეყანა ბიძინასი არასდროს გახდება“; „ეს საქართველო ჩვენია“.
ადგილზე გაშალეს საქართველოს და ევროკავშირის დროშა.
როგორც ცნობილია, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. კერძოდ, ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჭავლის 3 მანქანა. ასევე, ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები.
შეგახსენებთ პარლამენტის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.
მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი ს დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.