წითელ ზღვაში ამერიკელმა სამხედროებმა საკუთარი გამანადგურებელი ჩამოაგდეს

აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, წითელ ზღვაში, შეცდომით ესროლეს, ე.წ. “მეგობრული ცეცხლი” გაუხსნეს და ჩამოაგდეს F/A-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი. ორივე პილოტმა მოახერხა კატაპულტირება, მხოლოდ ერთი მსუბუქად დაშავდა.
ინციდენტის შესახებ იტყობინება -ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა. მისი ცნობით, თვითმფრინავი აფრინდა ავიამზიდ „ჰარი ტრიუმენტიდან,“ როცა მას მოხვდა რაკეტა, რომელიც აშშ-ის ესმინეც „გეტისბერგმა“ ესროლა. ესმინეცი შედის საბრძოლო ხომალდების დამრტყმელ ჯგუფში, რომელსაც „ტრიუმენი“ მეთაურობს.
ორივე პილოტს მიაგნეს, იკვლევენ ინციდენტის მიზეზებს. აშშ-ის შეიარაღებული ძალები განთავსებული არიან რეგიონში იემენელ მეამბოხეების, ჰუთიტების მხრიდან საფრთხის გასანეიტრალებლად. წინა დღეს აშშ-მა დაარტყა იემენის დედაქალაქ სანასთან მდებარე ობიექტებს.
ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წინააღმდეგ ღაზაში ს მიერ ომის დაწყების შემდეგ ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან, სხვათა შორის, სატრანსპორტო გემებს.
ჰუთიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი.