3 საათი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე – აქციაზე მისვლამდე სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ და ევროპელ პატნიორებთან კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან. შეხვედრის ფოტომასალას ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩიანე ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა, საქართველოში ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ და სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ. მისივე ცნობით, შექმნილია „საქართველოს მეგობრების ქსელი“ -დეპუტატების, ექსპერტების და დიპლომატების კოალიცია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილი რეზიდენციაში გამაგრდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ,” – თქვა დღეს კობახიძემ.
წყარო: tvpirveli