პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ჟურნალისტები მის გუნდში “ნაპოლის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაეკითხნენ.
ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ იმ ფეხბურთელებზე არ საუბრობს, რომლებიც მისი გუნდის წევრები არ არიან.
ინფორმაციისთვის, გასულ ზაფხულს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტრანსფერი ერთობლივად სურდა. ამ ორს პარიზულ გრანდს ჯერ კიდევ უკავშირებენ.