მასზე წინ მხოლოდ ერთი მწვრთნელია – ალონსონს ბუნდესლიგაში უკვე 50 გამარჯვება დაუგროვდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა “ლევერკუზენმა” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” 5:1 გაანადგურა, რაც “ბაიერის” დამრიგებლის რანგში ესპანელისთვის 50-ე გამარჯვება აღმოჩნდა.
Opta-ს ინფორმაციით, ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებლია იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც ბუნდესლიგაში უმუშავიათ და 50 გამარჯვებას ყველაზე სწრაფად მიაღწიეს.
ალონსოს ამ ნიშნულის დაფასიქსირებლად 75 შეხვედრა დასჭირდა. რეკორდი კი ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნის, რომლის გაწვრთნილმა “ბაიერნმაც” 50 მოგება 61 შეხვედრაში იზეიმა.