ლატვიაში უმუშევრობის ფაქტობრივმა დონემ 6,6% შეადგინა

ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის (CSB) მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ლატვიაში უმუშევრობის ფაქტობრივმა დონემ 6,6% შეადგინა. უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა, წლის განმავლობაში კი 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ქალებში უმუშევრობის დონე უცვლელი დარჩა და 5,4-იან პროცენტულ მაჩვენებელზე შენარჩუნდა, ხოლო მამაკაცებში 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7,9%-ს მიაღწია. 2024 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ მერყეობდა.
2024 წლის ოქტომბერში ლატვიაში 62,7 ათასი უმუშევარი იყო, რაც 0,4 ათასით მეტია ერთი თვის წინანდელთან შედარებით და 1,2 ათასით ნაკლები – ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ერთი თვის განმავლობაში უმუშევარი მამაკაცების რაოდენობა 0,3 ათასით გაიზარდა და 37,1 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევარი ქალების რაოდენობამ 0,1 ათასით მოიმატა 25,6 ათასამდე ავიდა.
დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს (SEA) მიერ რეგისტრირებული უმუშევრობის დონე 5.1%-ია. ერთი თვის განმავლობაში ის არ შეცვლილა, წლის განმავლობაში კი 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
წყარო: 1 არხი