ხალხი აღარ დადის აქციებზე, მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ ხალხი აქციებზე აღარ დადის.
“გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, მ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში.
„ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, – აღნიშნა პრემიერმა.