ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური – პრემიერი

ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის ს ფანჩატური – პრემიერი
რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე ს დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.
„გუშინ ასეთი ისტერიული მსჯელობა შედგა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში, მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა პრემიერმა.