რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტი გაიზარდა

რუსეთიდან ცოცხალი ღორის იმპორტი 18.8%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოვიდა 16 259 ტონა ცოცხალი ღორი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 24.69 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს კი მოცულობა 19 135 ტონამდე გაიზარდა (სულ 29.01 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების).
გასულ წელს 1 კგ ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.51 დოლარს შეადგენდა, წელს იანვარ-ნოემბერში კი ფასი იგივე დონეზე დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოცხალი ღორის იმპორტი საქართველოში წელს მხოლოდ დან და დანიიდან განხორციელდა, თუმცა იმპორტში დანიის წილი მცირედი იყო. მაგალითად, წელს სულ იმპორტირებულია 29.32 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ცოცხალი ღორის, საიდანაც დანიიდან მხოლოდ 306 690 დოლარის შემოვიდა (მოცულობა 24 ტონა.
წყარო: bpn.ge