“ორლანდოს” დაუჯერებელი ქამბექი და გოგას მორიგი ორმაგი დუბლი “მაიამი ჰიტთან”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “მაიამი ჰიტს” უმასპინძლა და 121:114 გაიმარჯვა.
მასპინძლები პირველ ტაიმში 22 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ორი ლიდერის, ფრანც ვაგნერისა და პაოლო ბანკეროს გარეშე, მატჩის შემოტრიალება მოახერხა.
“ორლანდოს” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო და მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 31:18 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
“მეჯიქიდან” საუკეთესო კოულ ენტონი გახდა, უკანახაზელმა 28 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
“მაიამიდან” ბემ ადებაიომ საკუთარ გუნდს 34 წუთში 23 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 24 დეკემბერს, “ბოსტონ სელტიკსის” წინააღმდეგ გამართავს.
“მაიამი ჰიტი” 13 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, “ფლორიდელები” 24 დეკემბერს, “ბრუკლინ ნეტსს” დაუპირისპირდება.