ქართველი ხალხის საერთაშორისო მხარდაჭერა -რას ამბობენ ევროპელი და ამერიკელი ლიდერები

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება იმაში, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი ა“.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, – წერს უილსონი.
“ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ს განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “ქართული ოცნების” შეფასებებს დაემთხვა.
“ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. “ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა – სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება, ძალადობა და სისტემური მანიპულაცია – ეს დემოკრატია არაა; ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა! საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ქართველ ხალხის გვერდში დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა აღდგენილ იქნას საქართველოს გზა თავისუფლებასა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები რთულად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, – წერს კოლსი.
ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
საჭიროა ს სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც იუკნევიჩიენე აღნიშავს, “სასწრაფოდაა საჭირო საერთაშორისო ქმედებები 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად”.
“საქართველოს მეგობრების” ქსელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით პირველი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად დავაინიცირეთ.
ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან პარლამენტარებისა და ექსპერტების კოალიცია გაერთიანებულია, რათა დაეხმაროს ქართველებს მათი დემოკრატიული ხმისა და ევროპული გზის დაბრუნებაში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია.
ექსპერტებმა ახსენეს, რომ მძიმე რისკი არსებობს: ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პრეზიდენტს შეუძლია სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს, ის დააკავოს და ხალხის პროტესტი ჩაახშოს.
სასწრაფოდ საერთაშორისო ქმედებებია საჭირო 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად.
საკვანძო ნაბიჯები:
– ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ ახალ არჩევნებამდე;
– თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისთვის ძალისხმევის გაწევა;
– ბიძინა ივანიშვილისა და მათი სანქცირება, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს;
– სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით.
ქართველები ფეხზე დგებიან და რეჟიმი სუსტია. ეს კრიტიკული მომენტია. ევროპის სოლიდარობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდით დავეხმაროთ საქართველოს თავის ევროპულ გზაზე დარჩენაში!” – წერს იუკნევიჩიენე.
მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, და პრემიერ-მინისტრი , – ამის შესახებ სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.
„ვიტყოდი, რომ -მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. ასე რომ, მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ დაასანქციროს „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე. საქართველოს რესპუბლიკა თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლია, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის ფეხქვეშ იყვნენ და მანდ დაბრუნება არ სურთ“, – განაცხადა უიკერმა.