ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რესტორნები “პომოდორისიმო” და “ტაბლა” დროები იხურება.
მიზეზი რამდენიმე საათის წინ შენობაში გაჩენილი ხანძარია.
“ძვირფასო სტუმრებო, ჩვენთან გაჩენილი ხანძრის გამო ობიექტი დროებით დახურული იქნება, იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ჩვეულ გარემოში გიმასპინძლოთ”, – წერია ობიექტების facebook-გვერდზე.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, შენობის სახურავზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზების და ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია.