ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი

ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია ს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით –
ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით – არჩევნების საშუალებით – გამოიხატა.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 ტყუილი ამხილა.
“საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედენტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის – 25 000 – ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა.
სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს.
ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ. ასევე, დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან ქართული დემოკრატიის მისამართით და აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის ნება, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური გზით – არჩევნების საშუალებით – გამოიხატა.
და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირის დელეგაციას გაწეული მუშაობისათვის და არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისათვის. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება სიღრმისეულად შეისწავლის მათ რეკომენდაციებს და გააგრძელებს ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას მომდევნო არჩევნების სათანადო დონეზე ჩასატარებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.