100 მილიარდი დოლარის შტატებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და 10 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას ფერმერებისთვის – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყანას თავიდან ააცილა „მთავრობის დახურვა“

100 მილიარდი დოლარის შტატებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და 10 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას ფერმერებისთვის – -ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყანას თავიდან ააცილა „მთავრობის დახურვა“
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 20 დეკემბერს, გვიან, მიიღო კანონპროექტი, რის საშუალებითაც თავიდან იქნა აცილებული შუაღამის შემდეგ „მთავრობის დახურვა“ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ს მოთხოვნისა, დაემტკიცებინათ სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდა.
კანონპროექტს 366 წარმომადგენელი მიემხრო, წინააღმდეგი იყო – 34. ახლა ეს კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რათა გაეგზავნოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი მას ხელს მოაწერს, რათა აშშ-ის მთავრობის შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოს.

კანონპროექტი ითვალისწინებს მთავრობის დაფინანსებას 14 მარტამდე, 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმ შტატებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და 10 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას ფერმერებისთვის. ზომების პაკეტი არ გულისხმობს სახელმწიფო ვალის „ჭერის“ გაზრდას – რთული ამოცანის მიღწევას, რასაც მოითხოვდა ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე – 20 იანვრამდე, – წერს Reuters-ი.
„მთავრობის დახურვა“ ხელს შეუშლიდა, სხვათა შორის, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და ასევე, შეჩერდებოდა მილიონობით სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასის გადახდა. ტურიზმის სფეროს სავაჭრო ასოციაციის – U.S. Travel Association-ის გაფრთხილებით, „მთავრობის დახურვა,“ განსაკუთრებით დაძაბულ საშობაო პერიოდში, ავიაკომპანიებს ერთი მილიარდი დოლარით დააზარალებდა და, ამასთან, შეფერხდებოდა სასტუმროების მუშაობა.
წყარო: რადიო თავიუსფლება