გერმანიის პრეზიდენტი დეკემბრის ბოლოს გადაწყვეტს დაითხოვოს თუ არა პარლამენტი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მომავალ კვირას გადაწყვეტს, დაითხოვოს თუ არა ბუნდესტაგი, იტყობინება პარასკევს ევროპული მედია საპრეზიდენტო ოფისზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილებას ის სავარაუდოდ 27 დეკემბერს ბელვიუს სასახლეში გამოაცხადებს.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მან არაერთი კონსულტაცია გამართა ბუნდესტაგის მთავარი საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, თუ პარლამენტს დაითხოვენ, გერმანიაში დათხოვნის დღიდან 60 დღეში უნდა ჩატარდეს.
გასულ ორშაბათს ბუნდესტაგის წევრებმა გერმანიის კანცლერ ს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.
ადრე იყო ინფორმაცია, რომ არჩევნები შესაძლოა 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდეს.
interfax