მედია – დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით ყაზანში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სოვეცკისა და კიროვსკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, – აცხადებენ ყაზანის მერიაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო