გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე “საშინელი სურათია”.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს