„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება” – ირაკლი კობახიძე

დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?! – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება.
„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ [„ქართულ ოცნებას“] არაფერი გვესაქმება, მითუმეტეს რომ ის [] აგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა არ და ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!“ – აღნიშნა კობახიძემ.
13 დეკემბერს, ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება ყველა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს. მათ შორის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ელჩი მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება