გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ადგილობრივი მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი .
„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – ამბობს შოლცი.
1tv.ge