გერმანიაში მანქანა შევარდა საშობაო ბაზრობაზე, არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა ხალხის ბრბოში. მედია იუწყება, რომ, წინასწარი მონაცემებით, არის რამდენიმე დაჭრილი და შესაძლოა დაღუპული. პოლიცია არ გამორიცხავს ტერაქტს.
Bild-ის ცნობით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ცენტრალური გერმანული რადიო (Mitteldeutscher Rundfunk, MDR) მაგდებურგის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ არის მინიმუმ ერთი დაღუპული.
Deutsche Presse-Agentur საქსონია-ანჰალტის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მანქანის მძღოლი დააკავეს.
შეჯახების მომენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
როგორც T-Online წერს თვითმხილველზე დაყრდნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი მივიდა.
Bild-ის ცნობით, პოლიცია საშობაო ბაზრობის შემოზღუდულ ტერიტორიას ამოწმებს და ეძებს ასაფეთქებელ ნივთიერებებს.
ფორუმი