ვინ და როგორ აფასებს ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებზე

ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარი შეფასება გააკეთეს. თუკი ოპოზიცია ანგარიშს კრიტიკულად მიიჩნევს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ანგარიში ს შედეგებს აღიარებს.
თავად ორგანიზაცია აცხადებს, რომ მანდატის ფარგლებში არ შეაფასებს არჩევნების ლეგიტიმურობას და დასკვნების გაკეთებისკენ ხალხს მოუწდებს.
ამ მასალაში თავი მიმოვუყარეთ ამ დროისთვის გაკეთებულ განცხადებებს:
ირაკლი : „მთლიანობაში, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“.
თაზო დათუნაშვილი, „ძლიერი საქართველო“: „არჩევნების გაყალბების მათი ყველა მოდელი არის გათვალიწინებული ეუთო/ოდირის დასკვნაში, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ამ არჩევნებმა ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება!“
ნათია მეზვრიშვილი, „საქართველოსთვის“: „ეუთო-ოდირმაც გამოუტანა არალეგიტიმურ „ოცნებას“ განაჩენი! ოდირი ამბობს, რომ არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი“
: „ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები“ .