„ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს“- ამ ლოზუნგით ენერგეტიკოსებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.
მსვლელობისას მარშის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, მათ მიტანილი ჰქონდათ ნათურები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„საჭიროა დეესკალაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაპატიმრებული უნდა გამოუშვან, ასევე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ შესაძლებლობა გვქონდეს დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას“,- აცხადებენ მარშის მონაწილეები.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.