კახა კალაძე – ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს

მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, უკრაინა „უმძიმეს მდგომარეობაშია“.
„რეალურად, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს მათ უმძიმეს მდგომარეობაზე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება