„საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის ვადებს ახანგრძლივებს

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები ხანგრძლივდება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა კითხვარის შევსებაზე, ნაწილთან კომუნიკაცია კი უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა.
„მიმდინარე პროცესში თბილისის მოქალაქეთა ნაწილი კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ “საქსტატის” წარმომადგენლებს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემების შეგროვებას. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეაფერხა მონაცემთა შეგროვების პროცესი. აქედან გამომდინარე, ასევე მოქალაქეთა თხოვნიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება“, – თქვა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა.
20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, „საქსტატის“ ვებსაიტზე თვითრეგისტრაციის მეთოდით უპასუხოს კითხვებს.
საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ვადები გახანგრძლივდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“