“იყო დისკუსია” – რას ამბობს ალან ბერსი ივანიშვილთან შეხვედრაზე

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე განმარტავს, რაზე ესაუბრა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე.
რადიო “თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ, ბერსე ამბობს, რომ შეხვედრაზე “საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოლის მნიშვნელობას, აღებულ ვალდებულებებას“ გაუსვეს ხაზი.
[ვისაუბრეთ] საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოლის მნიშვნელობაზე, აღებულ ვალდებულებებზე – ეს მხოლოდ სიტყვებია თუ ფაქტებიც, რაც რეალობას შეესაბამება“?.. ხაზი გავუსვი ჩვენი მხრიდან შესაძლებლობას, რომ ვიმუშავოთ ყველა წევრთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ ევროპული გზის იმპლემენტირება“, – განაცხადა ალან ბერსემ.
ამასთან, ალენ ბერსეს განცხადებით, საუბარი შეეხო “ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზეც“.
იყო ასევე დისკუსია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რასაც ახლა ვხედავთ. ეს საკითხი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დისკუსიების ნაწილიც იყო. ეს ნიშნავს, რომ წუხილები და ელემენტები [სხვადასხვა შეხვედრაზე] მეტნაკლებად ერთი და იგივე იყო. საქართველოს ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში, და ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. იმიტომ, რომ ეს ჩვენი, ევროპის საბჭოს მთავარი მიზანია“.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)