აშშ-ისა და ბრიტანეთისგან სანქცირების შემდეგ, მინისტრი გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, – რომლებსაც გუშინ, 19 დეკემბერს, -მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს, – 20 დეკემბერს საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდნენ.
-ის პრესცენტრის ცნობით, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, გომელაური ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გომელაურის სანქცირების შემდეგ მიიღო.
შსს-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში „მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს“.
„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს“, – წერს სამინისტრო.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს „სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა“.
სამინისტროს თანახმად, შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“.
გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანეს.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.