ზურაბ ჯაფარიძე – ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია – რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ

ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია, – ასე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიცვლება.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხულია.
„სხვა არანაირი დიალოგი არ მოხდება და ამაში არ ჩაერთვება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება