“ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“- ანა დოლიძე

კოალიცია , “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, “ფეისბუქზე” წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ს დასანქცირებას.

“მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის წევრის, ტომ ვან კამპენის ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი. სხვა კარგ ამბავთან ერთად, ესეც ძალიან კარგი ამბავია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ანა დოლიძე ნიდერლანდებში იმყოფება, სადაც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებს ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!