გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „კოჭლ იხვს“ უწოდებს

კარგად ვიცით, ტერმინი „კოჭლი იხვი“, რომელიც უკვე არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია – საქართველოში „კოჭლი იხვი“ ს სახით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა გზავნილებს – მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებასა და რწმენაზე.
„კარგად ვიცით, ტერმინი „კოჭლი იხვი“, რომელიც უკვე არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია. საქართველოში ეს „კოჭლი იხვი“ სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ და ეს მოიხსენიება, როგორც „კოჭლი იხვი“. ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენს გზავნილებს – მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებასა და რწმენაზე, თუმცა ახლა ბოლო კუდის მოქნევას ვხედავთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და მათ პატრონებთან კითხვა მაქვს – კაია კალასს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ ში მშვიდობა არ უნდა იყოს და უკრაინას მშვიდობას ნუ სთავაზობენ, თუ დონალდ ტრამპს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა უნდა დაამყარონ. ან ერთი უნდა აღიარონ, ან მეორე. გამოვიდნენ და თქვან, ვის ეთანხმებიან.
2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, სადაც რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობასა და არა ვასალობაზე დამყარებული დღის წესრიგი იქნება, ჩაჯდება საქართველო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.