ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – „დრონების კოალიცია“ უკრაინას იანვრიდან სხვადასხვა ტიპის ათიათასობით დრონს მიაწვდის

“დრონების კოალიციის” და “საზღვაო კოალიციის” ქვეყნები “რამშტაინის” ფორმატის ფარგლებში იანვრიდან უკრაინისთვის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის დრონების მიწოდებას დაიწყებენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლუკ პოლარდმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია ათიათასობით დრონზე.
”შემიძლია დავადასტურო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი იანვარში – ჩვენ დავიწყებთ ათიათასობით დრონის მიწოდებას „საზღვაო“ და „დრონების“ კოალიციების მეშვეობით, რომლებსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან -ნორვეგიასთან და ლატვიასთან ერთად”, – განაცხადა პოლარდმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!