აშშ სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, მირზე კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბრუტალურ და ძალადობრივ ქმედებებზე მედიის, ოპოზოციისა და დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის აქციების პერიოდში.
“სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებსა და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად – მათ შორის, იძულების და შევიწროვების გარეშე ხმის მიცემას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“შეერთებული შტატები გმობს საქართველოს მთავრობის მიერ სასტიკი და გაუმართლებელი ძალის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უსაფრთხოების ძალების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალს და ვაგრძელებთ პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს”, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.