“თეატრალურის” უცნაური განცხადება – “მხარს ვუჭერთ” დაპატიმრებული მსახიობებისთვის შეღავათებს

“თეატრალურის” უცნაური განცხადება – “მხარს ვუჭერთ” დაპატიმრებული მსახიობებისთვის შეღავათებს
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქციაზე დაზარალებულების შესახებ განცხადება გაავრცელა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს აქციების დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს, მათ შორის ჩვენს კურსდამთავრებულებს – გიორგი მახარაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, ავთო დიასამიძეს და სხვებს. მხარს ვუჭერთ დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით, მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე“, – წერია განცხადებაში.
სოლიდარობის ტექსტის გამოსაქვეყნებლად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ერთი კვირაა იბრძვიან.
ტექსტში მაინც ვერ მოხვდა სიტყვა – ვითხოვთ, მაგალითად, ვითხოვთ, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას და უნივერსიტეტი წერს, რომ მხარს უჭერს მათთვის შეღავათების გავრცელებას.
ისევე, როგორც უნივერსიტეტმა არ დაგმო ძალადობა, წამება და ცემა ქუჩებში ადამიანების და დაზარალებულებს გამოუცხადა სოლიდარობა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”