სალომე ზურაბიშვილს ალბათ სურდა ევროსაბჭოში ზელენსკის მსგავსად დაეკრათ მისთვისაც ტაში, თუმცა ამის ნაცვლად მას ცარიელი დარბაზი შერჩა

„საქართველოს პრეზიდენტი , რომელსაც პრეზიდენტობის ორი კვირაღა დარჩა, ევროსაბჭოში სიტყვით, პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში გამოვიდა“, – ამის შესახებ მედიასთან დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი.
„სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი და იქ ტყუილების კასკადი გამართა. მას ალბათ სურდა ზელენსკისთვის მიებაძა იმ მხრივ, რომ როგორც ზელენსკის დაუკრეს სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეხზე ადგომით ტაში, მასთანაც ასე მომხდარიყო, თუმცა, ამის ნაცვლად შერჩა ცარიელი დარბაზი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება