დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში- ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას.
წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
“დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს . მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:
ოზურგეთი- 64,7%, – 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, – 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % – 7,821 ხმა
ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება