მაკა ჩიხლაძე – ევროსაბჭოს დელეგაციას ვუთხარით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა საშიშია – ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, კონკრეტული რეაგირების დროა

ვუთხარით, რომ საშიშია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა, რომ არ ვიცით, დილით რომ გავალთ, საღამოს დავბრუნდებით თუ არა ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო , – ამის შესახებ “ტვ პირველის” ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ისიც და გურამ როგავაც სიკვდილს შემთხვევით არიან გადარჩენილები.
„ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ვანახე ჩემზე თავდასხმის ვიდეო. ალბათ, ნანახიც ჰქონდათ, მაგრამ უფრო ცხადი რომ ყოფილიყო, რაზე ვსაუბრობთ. ვუთხარი, რომ ადამიანები, ვისაც ისინი დღეს ჩვენამდე შეხვდნენ და არა ხელისუფლება, არიან ამ ყველაფრის შემოქმედები. ისინი არიან, ვინც 12 დღეა უკვე, არ აკავებენ არავის, პასუხისგებაში არ აძლევენ არავის და ამ ნიღბიანი ადამიანების საშუალებით ინარჩუნებენ ხელისუფლებას.
ვუთხარით, რომ საშიშია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის საქმიანობა, რომ არ ვიცით, დილით რომ გავალთ, საღამოს დავბრუნდებით თუ არა ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო იმიტომ, რომ სულ არ არის გამორიცხული, ისე, როგორც რუსეთში მოკლული ჟურნალისტების ფოტოებს ვხედავთ და მერე აღშფოთებულ მსოფლიოს, ასე იყოს საქართველოშიც.
მეც, გურამიც – მხოლოდ ორი მაგალითი რომ ვთქვა, შემთხვევით ვართ სიკვდილს გადარჩენილები და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ექიმები და სპეციალისტები”, – განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია